13 მარტს რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ივანო ფრანკივსკის აეროპორტზე.
ქალაქის მერის თქმით, აეროპორტი უკვე 2 დღეა, ოკუპანტების სამიზნეა.
მან აეროპორტთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, სხვაგან გადაინაცვლონ.
ქალაქი ივანო ფრანკივსკი უკრაინის დასავლეთით მდებარეობს.
ომის დაწყებიდან პირველად დღეს, 13 მარტს აფეთქებები მოხდა ლვოვშიც, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება.